ვერ გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ - ბერძენიშვილი
ვერ გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ - ამის შესახებ "დღის ამბებთან" დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, პარტიები, რომლებსაც ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ საპარლამენტო არჩევნებისთვის, სჯობს, რომ სხვა პარტიასთან გაერთიანდეს - ეს კი ბერძენიშვილის თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს.
მივმართავ დღეს გამოკვეთილი 4 პლატფორმის ლიდერებს, რომ სერიოზული კონსულტაციები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ზოგს 10, ზოგს 20, ზოგს 40 ათასი ხმა აქვს ნამდვილად, რომ მათი სიით დე ფაქტო კოალიციაში ასეთი პარტიები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დე ფაქტო ჯგუფებში შეთავაზების მიუხედავად, კატეგორიულად იტყვიან, რომ არა, მე ცალკე გავდივარ და ცალკე უნდა გადავლახო 5-პროცენტიანი ბარიერი - ვერ გადალახავს საპარლამენტო გირჩი 100 ათასიან ბარიერს, ნეტავ, ვცდებოდე. ამიტომ მათი დღევანდელი საუბრები, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ, ეს რეალურად, ოპოზიციურ ამოცანას აზარალებს.
ვერ გადალახავს ბარიერს „ევროპული საქართველო“, ერთი პროცენტის მიდამოებშია და 5-ჯერ მეტი ამ 10 თვის განმავლობაში არ ექნება.
ვერ გადალახავს ლეიბორისტული პარტია. ამიტომ ამ ვითარებაში ეს ბაქი-ბუქი, რომ მე 5 პროცენტი მაქვს, არ აქვს. შემიძლია გავაგრძელო პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც არ არიან ხელისუფლების სატელიტები, მაგრამ ჩათვლიან, რომ ჩვენი ამოცანების გამო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადები, ამიტომ ამ საარჩევნო კამპანიას გამოვიყენებ, ვინც ასე ფიქრობს, კონტრარგუმენტი მაქვს - გაუჭრელი ჯოკერია, რასაც ვეუბნები, რომ ხელისუფლების ცვლილების ამოცანა განუზომლად დიდია წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვიდრე თითო მანდატისთვის ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე გაისად,“ - ამბობს ბერძენიშვილი.
"თითოეული ეს ოპოზიცური პლატფორმა, თითოეული ნომერი არის დე ფაქტო კოალიცია", - ამის შესახებ "დღის ამბებთან" "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი საუბრობს.