ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა თანამდებობები დატოვეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა თანამდებობები დატოვეს. ამ ინფორმაციას "პირველებს" ჯანდაცვის უწყებაში უდასტურებენ.
თუმცა, უცნობია, ვინ შეცვლის მათ. თამარ გაბუნია კი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
დღეს დილით კი ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა "პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების ცვლილებას, ასე განმარტა: „გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება”.