რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი ან 4-იანთან დადგებოდა ან 6-იანთან, არ მესმის - ქამადაძე

12.03.24 21:06
რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი ან 4-იანთან დადგებოდა ან 6-იანთან, არ მესმის - ქამადაძე

„რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი ან 4-იანთან დადგებოდა ან 6-იანთან, ან რომელიმე სხვა ნომერთან, არ მესმის,“ - ამ განცხადებას „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე „რეაქციაში“ აკეთებს.

ქამადაძე გვარამია-მელიას პარტიასთან დაკავშირებით გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ალასანიამ თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას 5-იანზე... არც 4-იანისკენ, არც 6-აინისკენ მისი გადახრა არ მოხდება“.

ეს მოსალოდნელიც იყო, მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი პარტია, რომელიც ჩვენ დავტოვეთ და ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის ლიდერი და მხარდამჭერია, ეს არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ და ბუნებრივია, არც ახლა დგას, რაც ქალბატონმა გიულიმ გაახმოვანა, ალბათ, ეს არის პოზიცია, მაგრამ რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი ან 4-იანთან დადგებოდა ან 6-იანთან, ან რომელიმე სხვა ნომერთან, არ მესმის,“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.
 

მსგავსი სიახლეები