სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

13.03.24 10:50
სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოქმედი თანამშრომელი უჩივის და "განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას" ითხოვს. 

ლევან პაპავა ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა.

პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია. გამოცემა პაპავა "ბათუმელებს" უყვება, რომ 2018 წლიდან, როცა საჯარო მოხელეების პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა ამოქმედდა, მისი საქმიანობა ფასდებოდა, როგორც "საუკეთესო" ან "კარგი", აღნიშნული 2023 წელს შეიცვალა:

"რეგიონული სამმართველოს უფროსის გიორგი ტალახაძის მიერ ჯამურ ქულად განმესაზღვრა – 2. შეფასებამ ასიგნაცია გაიარა ზემდგომი თანამდებობის პირთან, ასიგნატორი იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე", - ყვება პაპაპვა.

ის ამბობს, რომ შეფასება პირდაპირაა ნაკარნახევი რეგიონული სამმართველოს უფროსის დისკრიმინაციული მოტივებით და მტრული დამოკიდებულებით. პაპავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უთანხმოება გიორგი ტალახაძესთან, 2022 წელს დაიწყო, როცა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო და ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მაშინ წარმოება შეწყდა, თუმცა კომისიის წევრის, გიორგი ტალახაძის აცილება ლევან პაპავას მოუთხოვია, რაც დაკმაყოფილდა.

პაპავამ უშუალო ხელმძღვანელის, გიორგი ტალახაძის შეფასება ადმინისტრაციული საჩივრით სახალხო დამცველთან გაასაჩივრა, თუმცა ლევან იოსელიანის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ვრცლედ ნახეთ  "ბათუმელებზე"

მსგავსი სიახლეები