დარაბებს ჩამოკიდებს თუ ფარდებს, დაუტოვეთ ამის უფლება - ქადაგიშვილი პაპუაშვილზე

13.03.24 13:21
დარაბებს ჩამოკიდებს თუ ფარდებს, დაუტოვეთ ამის უფლება - ქადაგიშვილი პაპუაშვილზე

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს გამჭირვალეობის პრობლემა არ აქვს. ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პაპუაშვილი საკუთარ კაბინეტს როგორ მოწყობს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.  

დარაბებს ჩამოკიდებს საკუთარ კაბინეტში თუ ფარდებს ჩამოკიდებს, კეთილი ინებეთ და დაუტოვეთ ადამიანს ეს უფლება, რომ თავისი სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, როგორც ის თვლის, რომ უნდა მოწყობილი იყოს, - ამბობს ქადაგიშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.

ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები