ხელისუფლება ვეტინგს საკუთარ მართულ ე.წ. ექსპერტებს ჩაატარებინებს? - რას ამბობენ ოპოზიციაში

13.03.24 15:31
ხელისუფლება ვეტინგს საკუთარ მართულ ე.წ. ექსპერტებს ჩაატარებინებს? - რას ამბობენ ოპოზიციაში

ხელისულფება ვეტინგს საკუთარ მართულ ე.წ. ექსპერტებს ჩაატარებინებს? - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ იქნება ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, "ოცნება" სწორედ ასე მოიქცევა და ამ კომპრომისულ ვარიანტს შესთავაზებს პარტნიორებს 9 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

ეს ეშმაკურად შემოაპარეს, რომ უცხოელებმა კი არ შეაფასონ ჩვენი მოსამართლეები, არამედ ადგილობრივმა ექსპერტებმა და მათ აქვთ შემდეგ იმის იმედი, რომ თუ დიდი ზეწოლა იქნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამ 9 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, შეიძლება კომპრომისული ვარიანტი შესთავაზონ და მერე აქვთ იმედი, საკუთარი მართული პირები ჩასვან ამ კომისიაში, მაგრამ ამაზეც არ წავა "ქართული ოცნება" თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა, როგორც შიგნიდან, ასე გარედან. მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაცია სწორედ ობიექტური, გარე ექსპერტების მიერ შეფასების გაკეთებაა და არა მთავრობის მიერ დაფინანსებული ან მართული ექსპერტების", - ამბობს რომან გოცირიძე. 

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

არასამტავრობოები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

 

მსგავსი სიახლეები