რის სანაცვლოდ აპატია ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონები ოცნების მდიდარ დეპუტატს? - რითი იმართლებს თავს "ოცნება"
რის სანაცვლოდ აპატია ირაკლი არაბაშვილმა მილიონები ოცნების მდიდარ დეპუტატს? სკანდალური ამბის გახმაურების შემდეგ გოდერძი ჩანქსელიანი გაუჩინარებულია. ის მთელია დღეა, კითხვებს არ პასუხობს და არც პარლამენტში გამოჩენილა. ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების შესახებ კი საუბარი ოცნებას უჭირს.
უმრავლესობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მილიონერი დეპუტატები პარლამენტში არ გამდიდრებულან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩამოაწერა ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ჩანქსელიანს 5-მილიონიანი ჯარიმა, მთავრობის წევრები პასუხს არ სცემენ და მეტიც, მომხდართან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებს ვერ ხედავენ.
"ქართულ ოცნებაში" იქნება, თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში, ბიზნესმენები პარლამენტში არ გამდიდრებულან. თუ რაიმე შემოსავალი აქვთ, სახელმწიფოს ბიუჯეტში იხდიან, უამრავ ხალხს ასაქმებენ და გარკვეულ ჰუმანიტარულ აქციებსაც ატარებენ. აქედან გამომდინარე, 5 უნდა გადაეხადა, თუ 500 ათასი, უფრო მაღალპროფესიონალურ დონეზე უნდა შეეკითხოთ ადამიანს, რომელმაც ეს საკითხი იცის. სახელმწიფოს მიბმა ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, არ შეიძლება", - ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი თავს იკავებს, ილაპარაკოს მომხდართან დაკავშირებით, ამიტომ აცხადებს, რომ ზეპირად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბარი შეუძლებელია.
მე ვერ გეტყვით, 70-პროცენტიან წილს თავად მართავს თუ გადაცემული აქვს. ასეთი რამის თქმა ზეპირად წარმოუდგენელი არის. რაც შეეხება რამე ვალი ჰქონდა რომელიმე კომპანიას, ჩამოწერეს თუ არა, ასე ზეპირად ვერ ვიტყვი, რადგან საქართველოში კანონმდებლობით არის განსაზღვრული, თუ როდის და რა პირობებში ხდება ამა თუ იმ დავალიანების მართვა", - ამბობს ქადაგიშვილი.