განაჩენი შავაძის საქმეზე - რატომ არ დაკითხეს რესან კონცელიძე?

13.03.24 17:50
განაჩენი შავაძის საქმეზე - რატომ არ დაკითხეს რესან კონცელიძე?

"ქართული ოცნების" ლიდერი ადასტურებს, რომ როინ შავაძის საქმეზე რესან კონცელიძე სასამართლოში დაკითხვაზე იყო დაბარებული. მამუკა მდინარაძე "პირველებს" ეუბნება, რომ საბოლოოდ ყოფილი მაღალჩინოსანისთვის კითხვები არავის დაუსვამს.  

საუბარია რესან კონცელიძეზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამ საქმეს იძიებდა, ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატს ოჯახი მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ამხელდა. 

უმრავლესობის ლიდერის თქმით, რესან კონცელიძის საკითხი, არც დაცვის, არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია. 

მე როგორც ვიცი, რესან კონცელიძე პროკურორი თავის ცხოვრებაში არ ყოფილა. არ ვიცი შეიძლება მეშლებოდეს კიდეც და რაც მნიშვნელოვანია, რესან კონცელიძე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და მის მიმართ რომ ვინმეს პრეტენზია ჰქონოდა, არც ერთ მხარეს მისი დაკითხვა სადაოდ არ გაუხდია. არც კი დაკითხეს. რამდენიმე დღის წინ იყო ეს ამბავი. სხვათა შორის, რომ გამოვიძახე, როგორც უმრავლესობის ლიდერი ჩამაყენა საქმის კურსში, ასე ჩთვალა საჭიროდ - მითხრა, მივდივარ დაკითხვაზეო. მერე, ასევე მითხრა, რომ სადაოდაც კი არ გაუხდია არც ერთ მხარეს მისი ჩვენება. შესაბამისად, რესან კონცელიძის საკითხი, არც დაცვის, არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია. რაც შეეხება შავაძის საქმეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქმე გვაქვს უსასტიკეს რეჟიმთან", - ამბობს მდინარაძე. 

როინ შავაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი რამდენიმე სააათის წინ გამოცხადდა.  თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის განზრახ მკვლელობასა და მისი უკანონო დაკავებისთვის დამნაშავეებად ცნეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი ალი ბალაძე და ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე. ორივე მათგანს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. 

ასევე ნახეთ, როინ შავაძის მეუღლის პირველი კომენტარი 

მსგავსი სიახლეები