პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

13.03.24 20:23
პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გამოწვევები", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები