კულტურის კომიტეტის ანგარიში "ოცნების" აღიარებითი ჩვენებაა, განსაკუთრებით გელათის განადგურების საქმეში - დეა მეტრეველი

13.03.24 22:52
კულტურის კომიტეტის ანგარიში "ოცნების" აღიარებითი ჩვენებაა, განსაკუთრებით გელათის განადგურების საქმეში - დეა მეტრეველი

პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის ანგარიში "ოცნების" აღიარებითი ჩვენებაა, განსაკუთრებით გელათის განადგურების საქმეში - ამის შესახებ "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არის მტკიცებულება იმისა, რომ 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტმა არ შეასრულა მასზე კანონით ნაკისრი საზედამხედველო ფუნქცია და საკუთარი უმოქმედობით "ქართული საგანძურის განადგურების თანამონაწილე გახდა".

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის ანგარიშს გავეცანი... ამდენი არაფრისმთქმელი სიტყვა გვერდების გაბევრების მიზნით და:
❓ არც ერთი სიტყვა გელათზე... და ჩამოქცევის პირას მიყვანილ არაერთ მემკვიდრეობის ძეგლზე... არც ერთი! 
❓არც ერთი სიტყვა სამინისტროს მხრიდან გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრზე განხორციელებულ ზეწოლაზე საპატრიაქროს თხოვნით გელათის შესახებ საგანგაშო დასკვნის მომზადების გამო;
❓არც ერთი სიტყვა კინოცენტრიდან, ეროვნული მუზეუმიდან, თეატრებიდან და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციებიდან ასობით გათავისუფლებულ თანამშრომელზე და სამინისტროს მიერ წაგებულ სასამრთლო პროცესებზე;
❓არც ერთი სიტყვა ქართველი ხელოვანების პროტესტზე და ბოიკოტზე;
❓არც ერთი სიტყვა მეცნიერებზე და ხელოვნებათმცოდნეებზე, რომლებსაც რეპრესიების გამო სამეცნიერო და არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელების საშუალება არ ეძლევათ;
❓არც ერთი სიტყვა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციაზე და მუზეუმის კოლექციებზე.
ანგარიში ისეთივე სტერილური და უშინაარსოა, როგორც თავად კულტურის კომიტეტის ხელმძღვამელობის საქმიანობა. დიახ, კომიტეტი ისეთივე დახურული და გასამხედროებული იყო ეს წლები, როგორც თავად კულტურის სამინიტრო და ანგარიშის ყოველ გვერდზე ისტერიულად იმის გამეორება, რომ კომიტეტის პრიორიტეტი ყოფილა „კულტურულ სფეროში საზოგადოების ფართო ჩართულობის ხელშეწეყობა“,  კიდევ უფრო მეტად კომიკურს და სევდიანს ხდის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობის ისედაც არაფრისმთქმელ იმიჯს.
❗️ეს დოკუმენტი ქართული ოცნების აღიარებითი ჩვენებაა ხელისუფლების უმოქმედობის, გულგრილობის და არაკომპეტენტურობის კულტურული მემკვიდრეობის და განსაკუთრებით გელათის განადგურების საერთო საქმეში. ეს დოკუმენტი არის მტკიცებულება იმისა, რომ 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტმა არ შეასრულა მასზე კანონით ნაკისრი საზედამხედველო ფუნქცია და საკუთარი უმოქმედობით ქართული საგანძურის განადგურების თანამონაწილე გახდა"- წერს დეა მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები