ივანიშვილის პარტიისთვის მთავარი ფულის კეთებაა - გიორგი ვაშაძე

14.03.24 11:55
ივანიშვილის პარტიისთვის მთავარი ფულის კეთებაა - გიორგი ვაშაძე

"გელათი საქართველოს ისტორიის უნიკალური ნაწილია, რომელსაც ივანიშვილის პარტია უდიერად ეპყრობა", - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის კომიტეტის მიერ 2023 წლის შემაჯამებელ დოკუმენტს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოს არ უკვირს, რომ მოცემულ ანგარიშში უძველეს სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები. მეტიც, ვაშაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო გელათზე არანაირ საზედამხედველო ფუნქციას არ ახორციელებს.

გელათი არის საქართველოს ისტორიის უნიკალური ნაწილი და როგორ უდიერად ეპყრობა ივანიშვილის პარტია გელათს, ჩვენს დიდებას. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ მათთვის მთავარია ფულის კეთება, ქვეყნის ძარცვა და არა საქართველოს ეროვნული ინტერესები, კულტურული მემკვიდრეობა, განვითარება. მათთვის მთავარია, რომ ფული აკეთონ და სხვა არაფერი არ აინტერესებთ", - ამბობს ვაშაძე.

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ განადგურების პირას მყოფი უძველესი სამონასტრო კომპლექსის შესახებ არაფერი უთქვამს. 

დოკუმენტში ბევრი დაწერეს ერთი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ, თუ როგორ დადიოდნენ რეგიონებში, როგორ ამზადებდნენ ფინანსურ დოკუმენტაციას, თუმცა ბოლქვაძის კომიტეტი, რომელსაც წესით სამინისტროსთან მიმართებით საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია, გელათზე დუმს.

მსგავსი სიახლეები