გენერალური პროკურატურა არ უნდა იყოს მმართველი გუნდის ხელში - TI

14.03.24 12:08
გენერალური პროკურატურა არ უნდა იყოს მმართველი გუნდის ხელში - TI

"გენერალური პროკურატურა არ უნდა იყოს მმართველი გუნდის ხელში", - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სასამართლო სისტემის მოწესრიგების მიზნით, ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს.

გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიორგი გვილავა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და რისკებზე საუბრობს და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ კანონის მიღებას დაუყოვნებლივ არ დაასრულებს, ქვეყანას კორუმპირებული გენერალური პროკურორი ეყოლება.

ეს ნიშნავს უბრალო უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით. ეს გამოიწვევს იმას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობა გაიზრდება პარლამენტში. მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ გადაწყვეტდა გენპროკურორის არჩევას. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ იქნება პროკურორი, რომელიც არის ერთი პარტიის წარმომადგენელი და პოლიტიკურად მოტივირებული. გენპროკურორს აქვს ძალიან დიდი გავლენა სისტემის მუშაობაზე და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი წარსულში არსებულ საქმეებზე. მთავარი ამბავი არის, რომ გენპროკურატურა არ იყოს პოლიტიკური იარაღი მმართველი გუნდის ხელში", - ამბობს გიორგი გვილავა.

ასევე ნახეთ: "ოცნების რიტორიკა მანიშნებს, რომ არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას"
 

მსგავსი სიახლეები