ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

14.03.24 12:03
ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

პირველი ივლისიდან ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამბობენ რომ 15 მარტიდან ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი.

„2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გარვცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები