ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილს: გაეცით პასუხი მცირე მეწარმეებს, რატომ გაძვირდა საწვავი
ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მოქალაქეებს უპასუხონ, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება არის მოგონილი პრობლემა, სინამდვილეში კი საწვავის ფასის გაძვირება არის უმნიშვნელოვანესი", - თქვა ენმ-ს ლიდრმა "ქართული ოცნების" წევრის საპსუხოდ.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საწვავზე ფასი რომ იზრდება ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი პრობლემა. ახლა უკვე მოქალაქეების შემდეგ მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი - საწვავზე რომ გაზრდილია ფასები და ლარი და 65 ღირს საქართველომდე და საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი, მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა. ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება საწვავი და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს უწევთ იმ სერვისის გაძვირება, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის და ვალდებულია ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ამ ადამიანებს, ბიზნესმენებს, მცირე მეწარმეებს, საქართველოს მოქალაქეებს გასცეს პასუხი რატომ გაძვირდა საწვავი და როგორ ხდება, რომ ორჯერ არის გაძვირებული საქართველომდე მოსული საწვავი უკვე საქართველოში.“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.