გიორგი ვაშაძე - კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?!
„რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის 1.50 თითოეული ლიტრი საწვავიდან?! რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?! რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?!“ - ამ კითხვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თვმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ვაშაძის თქმით ივნიშვილის პარტიის წარმომადგენლები ყველა იმ მთავარ კითხვას, რაც საზოგადოებას აწუხებს თავს არიდებს:
ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის 1.50 თითოეული ლიტრი საწვავიდან?! რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?! რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?! რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ?! - ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ!
როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ასე აარიდო იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს?! ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს ასხავს საკუთარ მანქანაში, რომელიც გვიძვირებს პროდუქციას. ხო ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას, ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძირდება.
შესაბამისად კითხვა არის ძალიან კონკრენტული - სად მიდის 1.50 ლარი?! გამოდით თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით სად მიდის ეს 1.50?! რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი. საზღვარზე შემოტანაზე არის 1.65 ლარი და ორმაგდება ფასი, როცა ბენზინგასამართ სადგურებზეა - ეს ხომ არ არის იმ მაფიოზური-კლანური მონოპოლიის ბრალი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენს ჯიბეებში ილექება ეს ფული. რატომ აღარიბებთ ხალხს?! სადამდე უნდა გამდიდრდეთ?! სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს?!
ამიტომ კიდევ ერთხელ ვუმეორებ ირაკლი კობახიძეს - გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის 1.50 ლარი თითოეული ლიტრი საწვავიდან?! პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრენტული პასუხი! რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი, დიზელი, საწვავი დღეს საქართველოში?!“ - განაცხადა ვაშაძემ.