რატომ ვერ მოიძებნა კულტურის კომიტეტის ანგარიშში გელათისთვის ადგილი? - "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის
კულტურის სამინისტროს შემდეგ, გელათთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პარლამენტიც გაურბის - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უძველესი სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული მდგომარეობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ არის.
ქართველი ოლიგარქის პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს არ ემიჯნება. გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას რაიმე სახის დახმარების გაწევა დასჭირდება, მთავრობა მზად არის სრული მხარდაჭერისთვის.
გადაეცა საპატრიარქოს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს გვერდით არ დგას, თუ რამეშია საჭირო. თუკი რაიმე არსებობდა საერთაშორისო ბინაში შინაგანი რესურსები, ამისკენ არის მობილიზებული", - ამბობს ვოლსკი.
მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ახლა გელათზე საპატრიარქომ უნდა იზრუნოს, ამიტომ პარლამენტს დიდი დოზით ზედამხედველობის გაწევის შესაძლებლობა აღარ გააჩნია.
რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კულტურის სამინისტროს თანმდებარეობიდან გადაინაცვლა საპატრიარქოს ქვემდებარეობაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისად, იმ დოზით საპარლამენტო ზედამხედველობის მასშტაბი, რაც ამ კუთხით არის შესაძლებელი, ცხადია, რომ ხორციელდება, არა იმაზე მეტი, ვიდრე ეს ამ მოცემულობას შეესაბამება", - ამბობს მათიკაშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გელათის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომიტეტმა ყველა კითხვას პასუხი უკვე გასცა:
გამომდინარე იქიდან, რომ კულტურის კომიტეტში თუ რამე არის პრობლემა, კულტურის კომიტეტის სხდომები არის საჯარო. გამოქვეყნდებოდა, მოვიდოდნენ ის ადამიანები, დასვამდნენ კითხვებს და მიიღებდნენ პასუხებს. თქვენ ახლა რომელიღაც წყარომ რაღაც ინფორმაცია მოგაწოდათ, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არის ხოლმე ტყუილი, ამაზე კომენტარებს არ გავცემ", - თქვა მაჭარაშვილმა.
"პირველები" ცდილობდა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი გელათის მონასტრის პრობლემაზე და განადგურებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე.