ივანიშვილის „ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს, ბათუმელებს კი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე ემიგრაციაში უწევთ წასვლა - რეზო ხარაზი

14.03.24 13:22
ივანიშვილის „ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს, ბათუმელებს კი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე ემიგრაციაში უწევთ წასვლა -  რეზო ხარაზი

ივანიშვილის „ოცნება“, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს, ბათუმელების დიდ ნაწილს კი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე ემიგრაციაში უწევთ წასვლა.“ - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რეზო ხარაზმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ 12 წლიანი მმართველობის შედეგად, ბათუმი ბევრი ნეგატიური გამოწვევის წინაშე დგას. 

დღეს „ქართული ოცნების“ 12 წლიანი მმართველობის შედეგად, ბათუმი ბევრი ნეგატიური გამოწვევის წინაშე დგას. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაზრდილი უმუშევრობაა. ბათუმელების დიდი ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, ხოლო კიდევ უფრო მეტი ფიქრობს წასვლას და უცხოეთში სამუშაოს მოპოვებას. ამ ფონზე კი ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკები აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია არაფერს აკეთებს  ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ისინი ყოველწლიურად იზრდიან ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს თავიანთი კომფორტისათვის. ჩვენი ბიუჯეტის ფულით ზრდიან საჯარო სამსახურში შტატებს „ოცნების“ პარტიული აქტივის დასასაქმებლად. 
აჭარის მთავრობის ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ მივმართავ ივანიშვილის ოცნების ჩინოვნიკებს გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, სად და რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში! ამით ნათლად გამოჩნდება და საზოგადოება დაინახავს თქვენი საქმიანობის ეფექტურობას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გამარჯვების პლატფორმა" მიშა სააკაშვილთან ერთად 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ეს შესაძლებელია   იმ მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელებით როგორებიცაა როიალ კარიბიანის ნავსადგური, თავისუფალი სამრეწველო ზონა, გონიოს პოლიგონის ახალი ქალაქი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ჩვენ ეს ერთხელ შევძელით.  აჭარას და ბათუმს აქვს ამის პოტენციალი. ამიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანიც ეს არის.“ - განაცხადა რეზო ხარაზმა

 

მსგავსი სიახლეები