არც ერთი მთავარი პროკურორი არ ყოფილა დამოუკიდებელი - იაგო ხვიჩია

14.03.24 13:22
არც ერთი მთავარი პროკურორი არ ყოფილა დამოუკიდებელი - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოს ისტორიაში, არც ერთი მთავარი პროკურორი არ ყოფილა დამოუკიდებელი. სწორედ ამიტომ, ხვიჩია გამოდის ინიციატივით, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ხალხის დანიშვნაზე პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი და ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს გადააბარონ.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე პროკურორი ძაან გამოადგა ქართველ ხალხს და ვერ ივიწყებენ მის ღვაწლს სამშობლოს წინაშე. ამიტომ, მე მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან მართლმსაჯულების სისტემაში ხალხის დანიშვნაზე და ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ ეს უფლება მათთცვის მოსაწონი კაცი დანიშნონ პროკურორად. არასოდეს არცერთი მთავარი პროკურორი ამ ქვეყანაში არ ყოფილა დამოუკიდებელი და ყველა მთავარი პროკურორი მმართველი პარტიის ნებას ასრულებდა". - ამბობს ხვიჩია.

იმისთვის რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, "საერთაშორისო გამჭირვალობაში" ფიქრობეენ რომ მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს. ანუ 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭიროო იქნება 90 კანონმდებელის ხმა. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცლება და ხელისუფლებისთვის სასურველ ადამიანს უმნიშვნელოვანეს უწყებას ვეღარ ჩააბარებენ.

მსგავსი სიახლეები