წავა თუ არა დათმობაზე "ოცნება"- ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს?
წავა თუ არა დათმობაზე "ქართული ოცნება"?- ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს? "ხალხის ძალის" ლიდერი ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გადასაწყვეტი არ არის, როგორ მოხდება მთავარი პროკურორის არჩევა.
მისივე თქმით, ევროკავშირი რას ითხოვს საქართველოსგან, ეს უმრავლესობამ უკეთ იცის, ვიდრე ეკა გიგაურმა და ოპოზიციამ.
ჩაიხედოს ხანდახან მაინც კონსტიტუციაში, ვინ ნიშნავს გენერალურ პროკურორს. გენერალურ პროკურორს ნიშნავს საზოგადოების მიერ არჩეული პარლამენტის შესაბამისი წევრები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს საზოგადოებას. "ოცნება" იქნება ეს თუ "ოცნებას" დამატებული რამდენიმე პარტია ერთი თუ სამი, ეს არ არის გიგაურის გადასაწყვეტი. მისი კოლონიალური აზროვნება გასაგებია, მაგრამ ეს არის საქართველოს საზოგადოების გადასაწყვეტი, რამდენი აირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტიდან. ევროკავშირი რას ითხოვს და რას არა, ამას ჩვენ როგორმე ძალიან კარგად ვარკვევთ პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, გიგაურის გარეშეც და სამწუხაროდ, ოპოზიციის გარეშეც", - ამბობს მაჭარაშვილი.
"ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის არჩევა ქვეყნის კონსტიტუციის და საზოგადოების შეხედულებებისამებრ მოხდება.
ძალიან მნიშნელოვანია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კონსულტაცია, მაგრამ ის უნდა იქნას გადაწყვეტილი ქვეყნის კონსტიტუციის და საზოგადოების შეხედულებებისამებრ. და როგორც იურისტმა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც საქართველოში 5 გზის არის მსჯავრდებული, 2 გზის ბრალდებული უმძიმეს დანაშაუელბში, არ უნდა დაიარებოდეს უპასუხისმგებლოდ ევროპის დედაქალაქებში.", - ამბობს მათიკაშვილი.
იმისთვის რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, "საერთაშორისო გამჭირვალობაში" ფიქრობეენ რომ მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს. ანუ 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭიროო იქნება 90 კანონმდებელის ხმა. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცლება და ხელისუფლებისთვის სასურველ ადამიანს უმნიშვნელოვანეს უწყებას ვეღარ ჩააბარებენ.