კალაძე უმუშევრობის მიზეზად ადამიანების კვალიფიკაციას ასახელებს
კახი კალაძე, უმუშევრობის მიზეზად ადამიანების კვალიფიკაციას ასახელებს. "ლელოს" განცხადების საპასუხოდ, მერმა ჯერ თქვა, რომ სამუშაო ადგილებზე ლაპარაკი არასერიოზულია, თუმცა "პირველების" კითხვების შემდეგ აღიარა, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა.
თბილისის მერი განმარტავს, რომ სამუშაო ადგილები არის, ბიზნესი ეძებს კადრებს, მაგრამ საჭირო ცოდნის ადამიანებს ვეღარ აგნებენ. მერის მტკიცებით, სამუშაო ადგილი ახლა უფრო მეტია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა ქვეყნიდან წასული მოქალაქეების სტატისიტკა, ვინც სამუშაოს საძიებლად ემიგრაციაში წავიდა, სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.
არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერი არასერიოზულია.
ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს... საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა", - ამბობს კალაძე.
"ლელო" "ოცნებას" უმუშევრობის მაჩვენებლის ხელოვნურად ზრდაში ამხელს - ოპოზიციური პარტიის განცხადებით, "ოცნებამ" საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა.