ნახეთ, ევროპაში რა ფასებია - კალაძე საწვავის მაღალ ფასზე

14.03.24 15:17
ნახეთ, ევროპაში რა ფასებია - კალაძე საწვავის მაღალ ფასზე

ნახეთ, ევროპაში რა ფასებია - ასე პასუხობს კახა კალაძე საწვავის მაღალ ფასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.

თბილისი მერი პარალელს ავლებს მეზობელ ქვეყნებთან და აცხადებს, რომ ფასების ზრდა მსოფლიო ეკონომიკური ვითარებიდან და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობიდან არის გამოწვეული.

იმის შედარება, რა იყო 2012 წლამდე ფასების თვალსაზრისით, როგორი ინფლაცია იყო, რა ხდება დღეს მსოფლიოში, გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად, ნახეთ, რეგიონში რა მდგომარეობაა, ეს ომები, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, შესაბამისად, ყველაფერი აისახა ფასებზე, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ნახეთ ევროპაში რა ფასებია, როგორ არის ეს ყველაფერი, ამიტომ ამ ყველაფრის შედარება ცოტა არასწორია",- ამბობს კალაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეი, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხებს რატომ იყიდება საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი.

მსგავსი კითხვა აქვს ხელისუფლებასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თვმჯდომარეს, გიორგი ვაშაძესაც.

მსგავსი სიახლეები