მინისტრი არ უარყოფს, რომ DRG-ის სისტემა დასახვეწია
დაიწყო თუ არა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ძველის დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა? - მიხეილ სარჯველაძე არ უარყოფს, რომ „დიარჯის" სისტემა დასახვეწია.
მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ შეიძლება, სრულყოფილი გახდეს არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იყოს იმგვარად მხარდაჭერილი, ფუნქციონირებადი, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, -განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება თამარ გაბუნიას, რომელიც DRG-ის სისტემის დანერგვაში იყო ჩართული, "პირველებს" ეუბნება, რომ კლინიკების დაფბნანსების სისტემა ნამდვილად გადასახედია.
ადრეული დანერგვის დანერგვის შედეგები შეფასდება და ამის ანალიზზე მოხდება მისი ადაპტირება, ისე რომ კლინიკების და პაციენტების საჭოროებები უკეთესად იყოს დაკმაყოფილებული"- თქვა მან.
რა არის DRG მოდელი?
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.