"ვეტინგი" კონსტიტუციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში - იოსელიანი

14.03.24 15:50
"ვეტინგი" კონსტიტუციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში - იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ვეტინგი" შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.

იოსელიანს მაგალითად მოჰყავს სხვა ქვეყნების მაგალითი და აცხადებს, რომ მაგალითად ალბანეთში ვეტინგის პრობლემამ უფრო მეტი პრობლემები წარმოშვა.

ჩვენ ვიცით მაგალითად ალბანეთის მაგალითი, როდესაც ვეტინგის სისტემის შედეგები არა თუ დამაკმაყოფილებელი იყო, არამედ ამან უფრო მეტი პრობლემები წარმოშვა და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უფრო კარგად არის ეს საკითხი შესასწავლი. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან ამ „ვეტინგის" ჩატარებაზე, მათ შორის ოპოზიცია და მმართველი პარტიაც რომ შეთანხმდეს, მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

 

მსგავსი სიახლეები