ივანიშვილის პარტიის პირობებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა - ბოკუჩავა

14.03.24 16:02
ივანიშვილის პარტიის პირობებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა - ბოკუჩავა

ოპოზიცია უძველესი სამონასტრო კომპლექსის განადგურებაში ხელისუფლების ბრალს ხედავს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტროსა და ოლიგარქის გუნდს აკისრებს.

ბოკუჩავა "პირველებთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის პარტიის პირობებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება და ამასთან დაკავშირებით პარლამენტს არანაირი რეაგირება არ გააჩნია.

საქართველოში არსებობს კულტურის სამინისტრო, რომელიც ასეული მილიონი ლარით ფინანსდება, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მათ შორის, ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრირება ხდებოდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მაგრამ ივანიშვილის პარტიის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, ინგრევა და არაფერს აკეთებს არც კულტურის სამინისტრო და არც საქართველოს პარლამენტი", - ამბობს ბოკუჩავა.

35-გვერდიანი ანგარიში და არც ერთი სიტყვა გელათზე -  პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ განადგურების პირას მყოფი უძველესი სამონასტრო კომპლექსის შესახებ არაფერი უთქვამს. 

დოკუმენტში ბევრი დაწერეს ერთი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ, თუ როგორ დადიოდნენ რეგიონებში, როგორ ამზადებდნენ ფინანსურ დოკუმენტაციას, თუმცა ბოლქვაძის კომიტეტი, რომელსაც წესით სამინისტროსთან მიმართებით საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია, გელათზე დუმს.

ინფორმაციის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

მსგავსი სიახლეები