შეიცვლება თუ არა DRG სისტემა - კლინიკები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

14.03.24 17:24
შეიცვლება თუ არა DRG სისტემა - კლინიკები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

ექიმები ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილების მოლოდინში - რას შეცვლის მიხეილ სარჯველაძე DRG სისტემაში - აზარაშვილის ადგილმონაცვლის კომენტარის მოსმენის შემდეგ ის კლინიკები, რომელიც ამავე სისტემის ნაკლოვანებებს ემსხვერპლნენ, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. 

მედიკოსები ამბობენ, რომ თუ სისტემა დარეგულირდება, მოწესრიგდება ფინანსური პოლიტიკა და დამკვიდრდება სამართლიანი წესები, მაშინ ამ სისტემაში თავიდან ჩაერთვებიან, მათთვის მთავარია, რომ კლინიკას წაგებაზე მუშაობა აღარ უწევდეს. 

კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ჭიდილში დაზიანდნენ ამ პერიოდში ექიმებიც და პაციენტებიც. აღვნიშნეთ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ დღევანდელი მინისტრი გადახედავს სტატისტიკას, თუ რამდენმა ადამიანმა თქვა უარი საყოველთაო ჯანდაცვაზე იმის გამო, რომ მას ექიმმა უთხრა, საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურებით ვერ მიიღებდა მისთვის საჭირო სამედიცინო ჩარევას,“ - ამბობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი, არჩილ მორჩილაძე.

შეიძლება ამას დაერქვა, რომ იყოს საცდელი ექსპერიმენტული მოდელის შექმნა და ამ მხრივ სერვისზე დაფინანსების გამოყვანა, ერთ-ერთი ცნობილი არის რეანიმაციული დაფინანსება, რაც ვერანაირად ვერ უძლებს იმ საჭიროებს, რაც აქვთ მოთხოვნებს, მათ შორის იყო სამშობიარო მხარე, ამიტომ იყო, რომ ცალკე იზოლირებული სამშობიარო გაეთიშა DRG-დან,“ - ამბობს ევექსის რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამბროლიანი.

მსგავსი სიახლეები