Red Wings გროზნოდან თბილისსა და ბათუმში პირდაპირი ფრენების დამატებას გეგმავს
13 მარტს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა.
Red Wings-ს სურს ფრენების დამატება შემდეგი მიმართულებებით: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.
თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად. რუსული ავიაკომპანიის ახალი ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა.