ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე გამოძიების დაწყებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს
აგვისტოს ომზე გამოძიების დაწყებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. კობახიძე "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული "ხალხის ძალის" მუქარას ეხმაურება, რომლებმაც დაანონსეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, 2008 წლის ომზე გამოძიებას იმ დღესვე მოითხოვენ.
ირაკლი კობახიძე გარკვეულწილად ემიჯნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას და ამბობს, რომ არჩევნებამდე აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყების საკითხს არჩევნებამდე არ გააქტიურებდა.
იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექნება საფრთხე ქართული ჯარის და სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი.
მე არჩევნებამდე, ყოველ შემთხვევაში, ამ თემას არ შევეხებოდი, ქართველ ხალხს აქვს უკვე გამოტანილი განაჩენი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში.
მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი ამ თემას, თუმცა ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი, მე მირჩევია, რომ არჩევნების დღეს ხალხმა გამოუტანოს განაჩენი ნაცმოძრაობას,“ - ამბობს კობახიძე.
თუმცა, აქვე, პრემიერმა ჟურნალისტებთან თქვა, „ხალხის ძალის“ პოზიცია შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს.
ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კვლავ ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და არგუმენტად იშველიებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც.
სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა შეთანხმებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი, ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა,
იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ ნაცმოძრაობამ ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ, იქ საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია და ა.შ.
თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ერთადერთი, ვინც არ საუბრობს ამ თემაზე ეს არის „ქართული ოცნება,“ თორემ, რაც ეწერა ხალხის ძალის წერილში, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა შეთანხმებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი, ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა, ხალხის ძალას აქვს ეს პოზიცია, შეგვიძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მაგრამ მე მგონია, რომ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რაც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის ომში,“ - ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნების" განაყოფი, "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის დეპუტატების თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, 2008 წლის ომზე გამოძიებას იმ დღესვე მოითხოვენ.