თავდასხმა ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც შტატებში მექსიკით ცდილობდნენ შესვლას - რა მოხდა სასიკვდილო გზაზე

14.03.24 20:11
თავდასხმა ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც შტატებში მექსიკით ცდილობდნენ შესვლას - რა მოხდა სასიკვდილო გზაზე

 

 

 

სიკვდილის გზა ამერიკისკენ. შოკისმომგვრელი კადრები მექსიკა ამერიკის საზღვრიდან და უმძიმეს ვითარებაში მყოფი ქართველი ემიგრანტები. გამკაცრებული ზომების მიუხედავად  საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოვედღიურად ცდილობს, რომ საზღვარი არალეგალურად გადაკვეთოს, თუმცა ისინი ან მექსიკური ბანდების ხელში ან საემიგრაციო ტყვეობაში ხვდებიან. ასე მოხდა იმ 5 ქართველის შემთხვევაშიც, რომლებიც ადგილობრივი კარტელის წევრებმა სასტიკად სცემეს, წაართვეს ყველაფერი, მათ გადამყვანს კი ყელი გამოჭრეს.

სტატისტიკა საგანგაშოა. მინიმიუმ 100 ქართველი ყოვედღიურად ელოდება თავის რიგს, რომ მექსიკის უდაბნოზე გამავალი უმძიმესი გზა გაიაროს.  მიდიან ოჯახებით და მცირეწლოვანი ბავშვებითაც კი.  იმ ქართველებისთვის ვინც ქვეყანა გაჭირვების გამო დატოვა  მექსიკის ჯოჯოხეთი ერთადერთი ხსნაა. ქართული ოცნებისგან იმედგაცრუებულები ახლა ამერიკული ოცნების ახდენის მოლოდინში არიან, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გარანტია არ აქვთ, რომ შტატებამდე უსაფრთხოდ ჩააღწევენ.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები