როგორ გადაწყდა ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ერთობა?

14.03.24 21:18
როგორ გადაწყდა ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ერთობა?

„მე მეტი ჭმუნვა მქონდა, ნიკა უფრო გამბედავი იყო,“ - ამ განცხადებას „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია „რეაქციაში“ აკეთებს.
კითხვაზე, ვინ თქვა საბოლოოდ „კი“, რომ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა შემდგარიყო, ნიკა გვარამია ასე პასუხობს:

პირველი იყო კობა ნაყოფია, არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, რთული და ხმაურიანი მოლაპარაკებები იყო და ამან მოიტანა შედეგი რეალურად, სწორ დროს მოხდა. პროცესების სიჩქარეში ნიკა უფრო ჩქარია, ვიდრე მე. ვადებში ჰქონდა განსხვავებები, უნდოდაზე არ არის, ეს ტაქტიკის შედეგია,“ - ამბობს გვარამია.

ჩვენ ვსაუბრობდით და ვფიქრობ, რომ ეს იყო სასიამოვნო სამი თვე. აქ არ შეიძლებოდა ქარაფშუტული ვარაუდები და ვეთანხმები ნიკას, რომ ნიკა მაინც შემოდიოდა აქტიურ პარტიულ პოლიტიკაში ძალიან ბევრ ახალ ადამიანთან ერთად და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ანგარიშვალდებული ხდები  თუნდაც შენზე გამოცდილ, კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად, ბევრი ჭმუნვა არსებობს, რომელიც უნდა მოიხსნას, შემცირდეს და ამ ყველაფერს დასჭრიდა სამი თვე. გაერთიანება არ აღმოჩნდა მარტივი, მომხდარმა ითამაშა ბევრი პოზიტიური როლი.
მთელი პეწი და ეშხი იყო, რომ ყველა მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე ბუნებრივად,“ - ამბობს მელია. 

 

მსგავსი სიახლეები