"არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა" - რას ამბობს მელია ენმ-სა და კეზერაშვილზე

14.03.24 22:27
"არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა" - რას ამბობს მელია ენმ-სა და კეზერაშვილზე

შეთანხმდნენ თუ არა ნიკა მელია და ნიკა გვარამია, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები ისაუბრონ - როგორც მელია "რეაქციაში" ამბობს, ამასთან დაკავშირებით მათ არ უკონტაქტიათ.

ნიკა მელიას თქმით, ენმ "წარსულს ჩააბარა" და თვლის, რომ არაფორმალური მმართველობა იყო პარტიაში.

არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა. არ შეიძლება უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გეკითხებოდნენ პირობითად ვამბობ, დათო კეზერაშვილზე და ისინი საუბრობდნენ ხახვზე და კიტრზე და ფასებზე, უხერხულად ჩანს.
ხელისუფლება დღეს არის დაქოქილი თოჯინასავით, ყველა არის ანგარიშვალდებული ერთ ადამიანთან, ეს რომ მდომოდა, გამოსავალს ვიპოვიდი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ის ადამიანები არ არიან იმ გუნდში და ვერც იქნებიან და არც იქნებიან, მათ აქვთ თავიანთი პარტია. ვუსურვებდი, რომ რაც შეუძლიათ პოზიტიური გაეკეთებინათ, ჩავაბარე წარსულში. არ შეიძლება დავემსგავსოთ იოტისოდენა ხარისხშიც კი „ქართულ ოცნებას“, - ამბობს მელია.

 

მსგავსი სიახლეები