ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება, რომ თითქმის ზუსტად იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას - ლევან ანთაძე
„ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება, რომ თითქმის ზუსტად იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას.“ - ამის შესახებ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.
"როგორ ხდება ისე, რომ ნავთობპროდუქტებს თვითღირებულების შემდეგ ემატება თითქმის იგივე ფასი, რაც თვითღირებულებაა ნავთობპროდუქტის და რატომ აღარიბებს ეს ხელისუფლება მოსახლეობას, თუნდაც საწვავის ფასის კუთხით, რადგან საწვავი მოქმედებს ყველაფერზე - პროდუქტზე, სოციალურ მდგომარეობაზე და პირდაპირი გავლენა აქვს ამასთან. ეს უნდა ახსნას ამ ხელისუფლებამ თუ რის ხარჯზე, რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება ეს, რომ თითქმის იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას.“ - განაცხადა ლევან ანთაძემ.