როგორია მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა? - კადრებს დეკანოზის ძმა ავრცელებს
მკურნალობის რა ეტაპზეა მამა გიორგი მამალაძე? - დეკანოზის ძმა რეაბილიტაციის ვიდეო კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ უჭირს გადაადგილება და ფეხზე დგომა მამა გიორგი მამალაძეს.
7 წლიანი ცილისწამების, უსამართლობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის - ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე, მაგრამ - იმედის გზა..." - წერს დეკანოზის ძმა.
დეკანოძი თურქეთში სამკურნალოდ პირველ მარტს გაემგზავრა. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, რთული რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს დეკანოზსს.
ციანიდის საუკუნის საქმის მთავარმა ფიგურანტმა თურქეთში წასვლამდე "პირველებთან" თქვა, რომ მისი მიზანია, გამოჯანმრთელდეს და შემდეგ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლა გააგრძელოს - "ამ მდგომარეობამდე უსამართლობამ მიმიყვანა".