იუსტიციის საბჭო ორმა წევრმა ვადაზე ადრე დატოვა - რა სახელდება მიზეზად

15.03.24 12:36
იუსტიციის საბჭო ორმა წევრმა ვადაზე ადრე დატოვა - რა სახელდება მიზეზად

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა ვადაზე ადრე - საუბარია ბადრი შონიასა და პაატა სილაგაძეზე. ორივე მათგანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს და შესაბამის კონკურსში მონაწილეობს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი რჩება, შესაბამისად, ორი ადგილი ვაკანტური რჩება.

ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში”, - ნათქვამია "სასამართლო გუშაგის" განცხადებაში.

"სასამართლოს გუშაგის" თანახმად, ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები