უმუშევრობის შემცირება საჯარო სექტორში დასაქმებით - რას პასუხობენ "ლელოს" "ოცნებაში"
პარტია "ლელოს" გასაჯაროებულმა ახალმა სტატისტიკამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა - რატომ არ ამბობს ხელისუფლება უარს ბიოროკრატიული ხარჯების შემცირებაზე - "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ბრლადებები უსაფუძლოა და მოქალაქეების დასასაქმებლად მაქსიმუმს აკეთებენ.
დასაქმების თემის პრობლემასთან იმის დაკავშირება, რომ შტატგარეშე თანამშრომლები არსებობენ სახელმწიფო უწყებებში, ეს არის უცოდინარობის გამოვლინება, ვინაიდან უმუშევრობის თემას თუ ვლაპარაკობთ, დასაქმება აქ არ უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც ნეგატიური მოვლენა. მეორე, 12 წლის განმავლობაში 300 მილიონის დახარჯვა არ არის მიუღებელი, თუკი ამას გარჯვეული ეფექტი გააჩნია," - ამბობს ვოლსკი.
ეს არის იმ კონკრეტული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც როზნერის დავალებით ნაცმოძრაობა, მათ შორის ტვ პირველი, მთავარი, ფორმულა - ატაცებული აქვთ ეს პოიზიცია და ცდილობს საზოგაოდებას თვალი აუხვიოს და მოატყუოს. მარტივ მაგალითს მოგიტანთ - სურსათზე არის ატეხილი ენმ-ში, რომელიც ცდიოლობს საზოგადოება მოატყუოს, თითქოს პროდუქტზე არის ფასები გაზრდილი გამოჩეულად საქართველოში," - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ოპოზიციურმა პარტიამ დაადგინა, რომ შტატგარეშე დასაქმებულების რიცხვი საჯარო სამსახურებში რეკორდულად არის გაზრდილი, პარტაქტივის დასასაქმებლად კი "ოცნება" საბიუჯეტო სახსრებს იყენებს ბოროტად.
ექსპერტები ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას ურჩევენ.
საქართველოს მთავრობა უმუშევრობის შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას 12 წელია უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და ბიუროკრატიულ ხარჯებს და ვერ შემოაქვს საკმარისი ინვესტიციები კერძო სექტორში მაღალანზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.