შტატგარეშე დასაქმებულები საჯარო სექტორში - რას ურჩევენ ექსპერტები მთავრობას
შტატგარეშე დასაქმებულები საჯარო სექტორში და წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდა - "ლელოს" გასაჯაროებულ სტატისტიკას ეკონომისტები ეხმაურებიან.
ექსპერტები ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას ურჩევენ. ეკონომისტების თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა ცდილობდეს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, არამედ ხელს უნდა უწყობდეს კერძო ბიზნესს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს.
საქართველოში დამკვიდრებულია მანკიერი პრაქტიკა, რის შედეგადაც თბილისსა და რეგიონებში, სსიპ-ებისა და აიპ-ების მეშვეობით ხდება პარტაქტივის დასაქმება საბიუჯეტო რესურსის ხარჯზე, ეს თავისთავად ზრდის მაჩვენებელს საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი გამოყენების და პლუს, იქმნება ილუზია იმის, რომ ქვეყანაში იქმნება ილუზია იმის, რომ ქვეყანაში იზრდება დასაქმება. რეალურად, სამუშაო ადგილი უნდა შემქნას ბიზნესმა და სახელმწიფო როლი არის ერთადერთი, რომ სწორი საკანონმდებლო ინიციატივით წაახალისოს კერძო სექტორი, სხვა ყველა დანარჩენი არის არამიზნობრივი საბიუჯეტო რესურსების დანაწილება და ხარჯვა,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.
ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ცდილობს, გამოასწოროს ციფრი უმუშევრობასთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს ეს, არასწორია. მაგალითისთვის, ტოკიოს მერიაში, დაახლოებით, 900 ადამიანი მუშაობს, ჩვენს მერიაში რამდენი მუშაობს - სადღაც 30 ათასამდე ადამიანია,“ - ამბობს ნიკა შენგელია.
საქართველოს მთავრობა უმუშევრობის შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას 12 წელია უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და ბიუროკრატიულ ხარჯებს და ვერ შემოაქვს საკმარისი ინვესტიციები კერძო სექტორში მაღალანზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.