"სპეკულაცია და კითხვის ნიშნები რომ მოხსნილიყო" - როგორ ხსნის შონია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას

15.03.24 15:16
"სპეკულაცია და კითხვის ნიშნები რომ მოხსნილიყო" - როგორ ხსნის შონია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას

"მე ჩემს თავში ვარ დარწმუნებული, მაქვს უნარები და კომპეტენცია, რომ ვიმსახურო უზენაეს სასამართლოში, სხვა მოლოდინი რა უნდა მქონდეს," - ამ განცხადებას "პირველებთან" უზეანესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია აკეთებს.

ბადრი შონია ამბობს, რომ საბჭოს დატოვებაზე კონსულტაცია არ გაუვლია საბჭოს წევრ ლევან მურუსიძესთან.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მავალდებულებდა საბჭოს წევრობის პოზიციიდან გათავისუფლებას, როგორც იცით, ვიღებ მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროცედურაში, რომელიც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ვაკანსიაში მონაწილეობას, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია რომ გამორიცხულიყო, კითხვის ნიშნები რომ არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არ მავალდებულებდა კანონი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - ამბობს ბადრი შონია.

რაც შეეხება, კეთილსინდისიერების ტესტს - ე.წ. ვეტინგის სისტემას, ბადრი შონია არ ემხრობა ამ რეკომენდაციას.

"საჭიროების შემოწმების საჭიროება არ არსებობს, ამის საფუძველი რომ ხელახლა შემოწმდეს, არ არსებობს", - ამბობს შონია.

მსგავსი სიახლეები