"ფესვების" წევრები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელი იყო - "ლელოს" წევრი
ანსამბლ "ფესვების" წევრები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ეს მათთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო - ამის შესახებ "პირველებს" შუახევის საკრებულოს წევრმა "ლელო საქართველოდან" ზვიად დიასამიძემ განუცხადა.
დიასამიძე ამბობს, რომ ანსამბლის უკან დაბრუნება მიზანმიმართულად მოხდა.
ისინი ამბობდნენ რომ თითქოს ვიღაც ცუდად გახდა, რეალობაში ფაქტი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ამხელა გზა გაიარეს, ზესტაფონში ჩავიდნენ, რაც იმას მოწმობს, რომ ამ ადამიანების უკან დაბრუნება მიზანმიმართულად მოხდა. ამის უკან დგას უფრო დიდი ადამიანები, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ეს მათთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო", - ამბობს ზვიად დიასამიძე.
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს.