რეპრესიული პოლიტიკა კულტურასთან მიმართებაში არის ძალიან მძიმე ნიშნულზე - დეკანოიძე

15.03.24 15:55
რეპრესიული პოლიტიკა კულტურასთან მიმართებაში არის ძალიან მძიმე ნიშნულზე - დეკანოიძე

რეპრესიული პოლიტიკა კულტურასთან მიმართებაში არის ძალიან მძიმე ნიშნულზე - ასე ეხმაურება ანსამბლი „ფესვების“ გზიდან უკან გაბრუნებას და პრეზიდენტის ღონისძიებაზე ვერ დასწრებას "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, კულტურის სამინისტრო საბჭოთა სისტემის იმართება.

კულტურის სამინისტროში რაც ხდება ახლა, ეს არის ნამდვილად ის რეპრესიული მექანიზმი, რომლითაც გამორჩეული იყო საბჭოთა სისტემა. აქ ახალი არაფერი არ არის. გვინახავს, როდესაც კულტურის მინისტრი ძალოვანი უწყებების ერევა იმ გადაწყვეტილებებში, რაც თავისუფალი კულტურის ნაწილი უნდა იყოს. ახლა ანსამბლი მოდის პრეზიდენტთან ღონისძიებაზე და ურეკავენ აღარ წამოხვიდეთო.  რეპრესიული პოლიტიკა ქალბატონი წულუკიანის და ამ ხელისუფლების კულტურასთან მიმართებაში არის ძალიან მძიმე ნიშნულზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს. 

მსგავსი სიახლეები