თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება - ხაბეიშვილი
„თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეთ ხალხის პრობლემებზე და არა იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა ხელისუფლებისთვის, რომ იყოს განხილვის საგანი,“- ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე აჭარიდან ანსამბლი „ფესვების“ არ გამოშვებასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით ეს კონკრეტული ერთი ადამიანის პრობლემაა ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის პრობლემები სხვა თემებს უკავშირდება, როგორიც არის გაზრდილი ფასები, გაძვირებული ცხოვრება და თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საფიქრალი, მათ შორის პოლიტიკოსებს, უნდა ჰქონდეთ ხალხის პრობლემებზე და არა იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა ხელისუფლებისთვის, რომ იყოს განხილვის საგანი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია