საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

15.03.24 17:00
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან. "გირჩის" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივაა კანონად ისევ ვერ იქცა, რის გამოც,  პატიმრების ოჯახები განმარტებებს ხელისუფლებისგან ელოდებიან. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ კანონის მიღება აუცილებელია. თუ გირჩის მიერ მოფიქრებული პროექტი კანონად მართლაც იქცევა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდებათ.

მოთხოვნა არის ის, რომ განიხილონ დაჩქარებული წესით კანონპროექტი, როგჰორც გავიგეთ, ორი თვით გადადეს მისი განხილვა და არჩევნებამდე გვინდა, რომ როგორღაც მოესწროს და როგორც ჩვენ, ოჯახის წევრები, ისე პატიმრები ელოდებიან ამ საყოველთაო ამნისტიას - 10 ათასი პატიმარია დღესდღეობით საქართველოში და 40 ათასი პრობაციონერია, ძალიან ბევრი ხალხია, ვინც ამას ელოდება,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჩემი ოჯახის წევრია მოთავსებული, მეზობელთან მოუვიდა ჩხუბი - მეზობლის ქალი დაიცვა და 7 წელი გამოუტანეს დაცვისთვის და იქნებ ჩვენც გაგვიწიონ შეღავათი და დაგვიბრუნონ ძმები, მეუღლეები, ოჯახი ვდგავართ უკან და ჩვენ უფრო ვისჯებით, ვიდრე ისინი,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თუმცა "ოცნებისთვის" ამ ინიციატივას სხვა პოლიტიკური  დატვირთვაც აქვს, რის გამოც კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი სიახლეები