ФСБ-მ კალაშოვთან ერთად კანონიერი ქურდი ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებს - სააკაშვილი
"რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ კალაშოვსა და მისი მარჯვენა ხელს დავალებული ექნება საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში "შავების" მობილიზება.
უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნახულ მობილიზებას.
ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია შავ სამყაროს? - ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ," - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია