"ოცნება" პრეზიდენტს სრულ იზოლაციაში აქცევს - ვინ დაუშალა ქორეგრაფიულ ანსამბლს ზურაბიშვილის ღონისძიებაში მონაწილეობა?

15.03.24 20:09
"ოცნება" პრეზიდენტს სრულ იზოლაციაში აქცევს - ვინ დაუშალა ქორეგრაფიულ ანსამბლს ზურაბიშვილის ღონისძიებაში მონაწილეობა?

 

 

კულტურული ბოლშევიზმი - საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის გუნდს რეპრესიებში ამხელს. ეს მას შემდეგ, რაც  "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის სრული იზოლაცია გადაწყვიტა და მის წინააღმდეგ შტურმის მიზეზად ახლა უკვე ხელოვანები გამოიყენა. აჭარის ანსამბლი "ფესვები", რომელიც ათონელის სასახლეში ღონისძიებაზე პრეზიდენტმა მიიწვია, ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ შუა გზიდან  გაბრუნდა. ვინ გასცა დირექტივა, რომ მოცეკვავეები პრეზიდენტთან არ უნდა მისულიყვნენ?

მთელი დღე თავის მართლების რეჟიმზეა ადგილობრივი ხელისუფლება და ანსამბლის ხელმძღვანელი. ბევრი ფიქრის შემდეგ  "ფესვების" ქორეოგრაფს ათქმევინეს, თითქოს უკან გაბრუნების მიზეზი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. "პირველების" ინფორმაციით, კი თავად ანსამბლის წევრებს შორის ამ ფაქტს დიდი უთანხმოება მოჰყვა. მოცეკვავეების ნაწილი, სავარაუდოდ, ხელისუფლებიდან მიღებული მითითების შესრულებაზე უარს ამბობდა და პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ითხოვდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები