"ოცნება" ამნისტიის კანონპროექტის განხილვას აჭიანურებს - რისი ეშინია ხელისუფლებას?
"შანსი სჭირდება ყველას" - ამნისტიის მოთხოვნით პატიმრების ოჯახის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ. მიმართვის ადრესატი "ქართული ოცნებაა", რომელიც "გირჩის" ინიციატივის განხილვის დაწყებას დროში, სავარაუდოდ, ხელოვნურად აჭიანურებს. დრო კი ცალკეული პატიმრის შემთხვევაში გადამწყვეტია. მათი ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ჰუმანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და 12 წლის შემდეგ საყოველთაო ამნისტიას მწვანე შუქი აუნთოს.
"ოცნება" ამნისტიაზე კატეგორიულ უარს არ ამბობს. დეპუტატები დროს ითხოვენ იმისთვის, რომ გადაიხედოს ის მუხლები, რომლებზეც შეღავათები უნდა გავრცელდეს. სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდს უნდა დარწმუნდეს, რომ ამნისტირებულ პატიმრებს შორის ნამდვილად არ მოხვდება მიხეილ სააკაშვილი. სამოხელეო დანაშაული, რომელსაც გამოძიება მესამე პრეზიდენტს ედავება, პროექტის არსებულ ვერსიაში შეტანილია.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია