ელექტროღუმელები, მიქსერები და ჭურჭლის სარეცხი მანქანა - შსს 300 ათასს მხოლოდ სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავს
ვინ აცხობს შს სამინისტროში პიცას - გომელაურის უწყებას სურს, რომ იყიდოს პიცის 12 ღუმელი სადგამით. ეს ძალოვანი უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ლოჯისტიკის დეპარტამენტი სამზარეულოს ბოლო დროის ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აწყობს. სამინისტროს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად სჭირდებათ ელექტრო ღუმელები, მიქსერები, დენის ქურები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ორავზიანი ფრიტურნიცა კარტოფილი ფრის დასამზადებლად.
ჯამში, გომელაურის თანამშრომლები თითქმის 300 ათას მხოლოდ სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავენ.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.