ეს ვიზიტი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული - გეგელია სტოლტენბერგის საქართველოში სტუმრობაზე
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალიან კრიტიკულ მომენტში - ასე აფასებს იენ სტოლტენბერგის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.
გეგლიას განცხადებით, ასეთი ვიზიტი უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს შანსები, პერსპექტივები და საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები იქნას ძალიან მყარად დაფიქსირებული .
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალიან კრიტიკულ მომენტში, ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტი უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს შანსები, პერსპექტივები და საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები იქნას ძალიან მყარად დაფიქსირებული.
ნატო-ს თვითონ აქვს გაცხადებული, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა რეფორმების განხორციელების მიზნით. ეს არის ბატონი კოლომინას ოფიციალური შეფასება, რომელიც ორგზის დააფიქსირა ბოლო სამ წელში. ეს ნიშნავს, რომ პირველად ისტორიაში ნატომ თქვა, რომ საქართველო რეალურად არ იღებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი", - ამბობს გეგელია.
რა აქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებას იენ სტოლტენბერგისთვის? ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ორშაბათს ჩამოვა. გავლენიან პოლიტიკოსს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან აქვს ჩანიშნული. სტოლტენბერგს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოში ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სანაცვლოდ, რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ საინტერესოა, რას ეტყვის ახალი პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს.