"სტოლტენბერგი საქართველოში მგონი "ოცნების" შემოსალაწუნებლად ჩამოდის" - ლილუაშვილი

16.03.24 11:21
"სტოლტენბერგი საქართველოში მგონი "ოცნების" შემოსალაწუნებლად ჩამოდის" - ლილუაშვილი

ციციკორეს რომ მიჰყავს მისი ნათესავი და შემოულაწუნეო, ეგეთი შემოლაწუნება უნდათ ამათაც (ოცნებას) - ნატოს გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი. ფიქრობს, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში  "ოცნების" შემოსალაწუნებლად ჩამოდის.

იმდენად ქვეყნის სუვერენიტეტთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები დააყენეს ეჭვქვეშ, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი არ აწყენდა ამ ქვეყანას. აი ციციკორეს რომ მიჰყავს იქ მისი ნათესავი და შემოულაწუნეო, ეგეთი შემოლაწუნება უნდათ ამათაც, მემგონი ამისთვის ჩამოდის სტოლტენბერგი", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

რა აქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებას იენ სტოლტენბერგისთვის? ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ორშაბათს ჩამოვა. გავლენიან პოლიტიკოსს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან აქვს ჩანიშნული. სტოლტენბერგს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოში ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სანაცვლოდ, რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ საინტერესოა, რას ეტყვის ახალი პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს. 

მსგავსი სიახლეები