გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში - ვოლსკი
გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალები იდგნენ.
„ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. რასაკვირველია, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალები იდგა. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში, როგორც მოკავშირე ქვეყანაში, რომელმაც თავი გამოიჩინა ნატოს არაერთ ოპერაციაში მონაწილეობისას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ორშაბათს ჩამოვა. გავლენიან პოლიტიკოსს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან აქვს ჩანიშნული. სტოლტენბერგს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოში ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სანაცვლოდ, რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ საინტერესოა, რას ეტყვის ახალი პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია