ვფიქრობ, გზავნილები საკმაოდ მკაცრი იქნება - ნინო კალანდაძე სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტზე
რის გასარკვევად ჩამოდის იენს სტოლტენბერგი თბილისში? პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნატოს გენერალური მდივანს კითხვები ხელისუფლებასთან აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა ოფიციალურმა თბილისმა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, ქვეყანა წინ წაწეულიყო.
წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კლანდაძის თქმით, სტოლტენბერგისგან საქართველოს ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მკაცრი გზავნილები იქნება.
მაგიდის ორივე მხარეს ერთმანეთთან მოსაუბრემ ძალიან კარგად იცის, რომ ეს დიალოგი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ მგონია, რომ გზავნილები იქნება საკმაოდ მკაცრი. იქნება, მათ შორის, იმ გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც დასავლეთმა რუსეთთან მიმართებით მიიღო და მათ თქვეს, რომ რუსეთს აღარავინ ჰკითხავს ნატოს გაფართოების საკითხს და მათი დამოკიდებულება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ, არ შეიცვლება, განურჩევლად იმისა, თუ როგორ იმოქმედეს რუსული რეჟიმი საქართველოში და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს", - ამბობს ნინო კალანდაძე.
ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ორშაბათს ჩამოვა. გავლენიან პოლიტიკოსს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან აქვს ჩანიშნული. სტოლტენბერგს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოში ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სანაცვლოდ, რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ საინტერესოა, რას ეტყვის ახალი პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს.