რაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა - ილია დარჩიაშვილი შეხვედრის დეტალებზე

16.03.24 14:47
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა - ილია დარჩიაშვილი შეხვედრის დეტალებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გაკეთდა.

„დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ალი ასადოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის. შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშივ გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად, ძალიან ბევრი რეგიონული პროექტები გავაკეთოთ, რათა ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, არსებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტური იყოს, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები