იმედი მაქვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მალე გვეწვევა საქართველოში - კობახიძემ ალიევი ოფიციალურად დაპატიჟა
გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა აზერბაიჯანთან, მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ ალიევი ოფიციალურად დაპატიჟა საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას მალე ეწვევა.
ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების ძალიან სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში მოცემულობის თვალსაზრისით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება. სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში არის ძალიან დიდი პერსპექტივა თანამშრომლობის განვითარების, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა და მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. ვიზიტები, შეხვედრები მაღალი დონის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს გვეწვიოს საქართველოში. მას ოფიციალურად გავუზიარე მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას", - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია